დასახელება: აბეზარა გამოშვების წელი: 1956 ქვეყანა: საქართველო ჟანრი: მხატვრული ფილმი, კომედია რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი ფილმის შესახებ: მხიარული, მაგრამ ენამწარე მძღოლი, ლია თავისი სიმართლისმოყვარე ხასიათის წყალობით მრავალ უსამოვნებას გადაეყრება ხოლმე. ახალგაზრდა არქიტექტორს გიორგის, რომელსაც ემსახურება და უყვარს კიდეც, საჯაროდ აკრიტიკებს, რასაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოსდევს. მაგრამ ლია კვანძს თვითონვე ხსნის, გიორგის ხიბლავს ქალიშვილის პატიოსნება, გულწრფელობა და გადაწყვეტილი აქვს თავისი ბედი მას დაუკავშიროს. მწარმოებელი: კ/ს "ქართული ფილმი" პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 19.06.1957 წელს
|